
ავტორი
Front News საქართველო
ჩემი ინფორმაციით, უკრაინის ელჩს საქართველო სავარაუდოდ საერთოდ არ დაუტოვებია, რაც ძალიან უცნაურია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“მე ვაზღვევ სიტყვას, ისეთი პასუხი უნდა გაგცეთ. როგორც ჩემთვის ცნობილია, მას არც ერთი წუთით ქვეყანა არ დაუტოვებია. თუმცა, გადაამოწმეთ, დააზუსტეთ, მეც შევეცდები ამას. ყოველ შემთხვევაში, როგორც ჩემთვის ცნობილია, ამ მომენტისთვის, მას საქართველო არც დაუტოვებია და ძალიან უცნაურია. დანარჩენს, ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით ბევრ კომენტარს არც გავაკეთებთ, რადგან ამაზეც იტყვიან, რა დროს ამაზე კრიტიკის დროა ან სხვადასხვა ინსინუაციების დრო ნამდვილად არ არის. ჩემი ინფორმაციით, 100-პროცენტიანი ინფორმაცია არ მაქვს, სავარაუდოდ, მას საქართველოს ტერიტორია საერთოდ არ დაუტოვებია და ეს ძალიან უცნაურია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ყველამ ერთად გადავამოწმოთ და მეც შევეცდები, ეს დავაზუსტო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვი საქართველოში იმყოფება. როგორც ცნობილია, ელჩი 15:00 საათზე მედიისთვის განცხადებას გააკეთებს.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს