Logo

მამუკა მდინარაძე - ჩემს პირად გამოწვევად მივიჩნევ, ქართული სპეცსამსახურები იყვნენ ისეთივე ძლიერები, როგორი ამბიციაც ქართულ სახელმწიფოს აქვს

პოლიტიკა
284
Frontnews image description

ჩემს პირად გამოწვევად მივიჩნევ, რომ ქართული სპეცსამსახურები იყვნენ ისეთივე ძლიერები, როგორი ამბიციაც ქართულ სახელმწიფოს აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სუსის ხელმძღვანელმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.

"დღეს ამ ქვეყანას ორი მთავარი გამოწვევა აქვს. ერთი ოკუპაცია და მისი თანმდევი შედეგები. ჩვენ ყველა პირობა უნდა შევქმნათ იმისათვის, რომ ქვეყანა გავაერთიანოთ. მეორე გამოწვევა ეს არის გარე ჩარევები. ვიცით, რომ ამ ქვეყანაში ათეულობით და ასეულობით მილიონი დოლარის, თუ ევროს ხარჯვის პროპორციულად, გამუდმებული პროვოკაციები არსებობდა და ამ მოწოდებებს, თუ დავალებებს უნდა დავუპირისპიროთ ჩვენი მყარი პოზიცია, რომ უსაფრთხოების საკითხები თავის ადგილზეა. ჩემს პირად გამოწვევად მივიჩნევ, რომ ქართული სპეცსამსახურები იყვნენ ისეთივე ძლიერები, როგორი ამბიციაც ქართულ სახელმწიფოს აქვს“, - განაცხადა მდინარაძემ.

პარლამენტმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად მამუკა მდინარაძე დღეს დაამტკიცა.

Advertisement