
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ჯერ არ დაგვიფიქსირებია საბოლოო მხარდაჭერა ფრიდონ ინჯიას ინიციატივაზე, ეს საკმაოდ დელიკატური, რთული, კომპლექსური საკითხია, ამას დიდი მსჯელობა უნდა და ასე მარტივად ამ გადაწყვეტილებას ვერავინ მიიღებს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, მან ჩამოთვალა კითხვები, რაც აქვს და რაზეც საუბარი იყო განსაკუთრებით ჰააგაში საქმის მოგების შემდეგ.
“მე ჩამოვთვალე ის კითხვები, რაც მაქვს და რაც მთავარია, რაზეც ვსაუბრობდით განსაკუთრებით ჰააგაში ჩვენს მიერ საქმის მოგების შემდეგ. ეს [კომისიის შექმნა] დელიკატური, კომპლექსური, რთული საკითხია, ამაზე დათანხმება ასე მარტივად შეუძლებელია. რა თქმა უნდა ეს დისკუსიას, კამათსაც შეიცავს, კითხვები რა თქმა უნდა არის, საშინელებები ქრონოლოგიის სახით აჩვენეს მთელ მსოფლიოს, შემდეგ ხელი მოუწერეს თავად და რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი, ამაზე პასუხები გასაცემია, მაგრამ ამას კომისია გასცემს პასუხს, საზოგადოება, თუ შევიკავებთ კომისიაში მონაწილეობისგან თუ კომისიის შექმნისგან თავს, ეს მეორე საკითხია და აბსოლუტურად არარელევანტური. მათ ამ შემთხვევაში ანაღვლებთ ის, რომ ამ ღალატს საზოგადოება სცემს პასუხს, ამ ღალატს არასდროს გავუტარებთ და რამდენჯერაც რუსულ სიტყვას ახსენებენ, მათ ეს [რეზოლუცია] გაახსენდეთ აუცილებლად და ყოველ მიზეზს გარეშე“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს