
ავტორი
Front News საქართველო
ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს მიმდინარე კვირაში დაძლევს.
მისი თქმით, ვეტოს დაძლევის საკითხზე დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს.
“საქართველოს ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ეროვნული ბანკის მართვა ხორციელდებოდეს სწორად, კომპეტენტური, დამოუკიდებელი კადრებით იყოს დაკომპლექტებული და მართვა ხორციელდებოდეს ის გამოწვევების შესაბამისად, რაზეც შემდეგ ხშირად არის ხოლმე საუბარი – დევალვაცია, ინფლაცია, ფასები და ა.შ. აქედან გამომდინარე, მიგვაჩნია და უმრავლესობაც იზიარებს ამ პოზიციას, რომ საქართველოს პრეზიდენტის ვეტო უნდა იქნეს დაძლეული, საბოლოოდ იქნა დღეს ეს გადაწყვეტილება მიღებული.
ჩვენ მიმდინარე კვირაში ვეტოს დავძლევთ. ერთადერთი განსხვავება, რაც არის ჩვენს პოზიციასა და პრეზიდენტის შენიშვნებს შორის, ეს არის ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტის საკითხი. სხვა განსხვავება არ არის. ამ ერთმა საკითხმა გამოიწვია კამათი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ყველა კრიტიკა ამ საკითხზე არის სუბიექტური, არ გამომდინარეობს რეალური საფუძვლებიდან, ამიტომ საქართველოს პარლამენტი დაძლევს პრეზიდენტის ვეტოს“, – განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს