
ავტორი
Front News საქართველო
სამწუხაროდ, ჩვენ სახალხო დამცველი არ გვყავს, ეს არის “ნაცების“ სახალხოდ დამცველი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, არანაირი სახალხო დამცველი საქართველოში არ არის.
“ეს არის ადამიანი, რომელიც ქსენოფობიურ კამპანიას აწარმოებს. ამ ადამიანის მოწოდებები ერთია და მეორე ის, რომ ჩვენ 90 ხმა გვჭირდება, დამოუკიდებლად 80 დეპუტატი ამ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებთ და ბუნებრივია, კონსენსუსი გვჭირდება ოპოზიციასთან, რათა სახალხო დამცველი ავირჩიოთ. ამ არჩევას იმედია, კომპრომისის გზით, ოპოზიციის წარმომადგენლებთან ერთად მივაღწევთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს