
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის თამამად ვთქვათ, დღევანდელი ობიექტური, ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორც არასდროს.
"ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის თამამად ვთქვათ, დღევანდელი მოცემულობის ობიექტური, ფაქტობრივი მოცემულობის გათვალისწინებით, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღება საქართველოში. თუ ქართველი საუბრობდა დღესაც საუბრობს და ყოველთვის ისაუბრებს მთავარზე, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ჰქვია, ამის საფუძველი ჩვენ ჩავყარეთ მყარად. ამით შეგვიძლია, დავიკვეხნოთ, დავიტრაბახოთ და ვთქვათ, რომ დღეს საქართველო არის ისეთი დამოუკიდებელი, როგორც არასდროს. ყველაფერი დანარჩენი, თუკი რაიმე კარგზე შეიძლება, იყოს საუბარი, კეთილდღეობა, მშვიდობა, წარმატება, შესაბამის სასურველ ორგანიზაციებში, ევროკავშირი იქნება თუ სხვა, გაწევრიანება, სწორი, კარგი, გამართული ღირებულებების მატარებელი მენეჯმენტის გათვალისწინებით, იქნება უზრუნველყოფილი. ეს იქნება იმის შედეგი, რომ პირველ რიგში, დამოუკიდებლობა უზრუნველვყავით“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს