
ავტორი
Front News საქართველო
პრეზიდენტი ვეტოს თუ დაადებს, ბუნებრივია, ამ ვეტოს დაძლევაზეც ვიფიქრებთ, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“ჩემთვის, იმ ადამიანისთვის, რომელსაც 2018 წლის საარჩევნო კამპანიაში წვლილი მიმიძღვის, გულწრფელად დასანანია საქართველოს დღევანდელი პრეზიდენტის მესიჯბოქსი. ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის მესიჯბოქსი უფრო ემთხვევა “ნაცმოძრაობის“ მესიჯბოქსს, ვიდრე თავად “ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტობის კანდიდატის. ეს ძალიან სამწუხაროა. დღეს კანონპროექტის პრინციპებზე შევთანხმდით, ასევე დეტალებზეც შევთანხმდებით. ვიმსჯელებთ და შევთანხმდებით დეტალებზეც. თუ ამ დეტალებზე შეთანხმების შემდეგ ჩვენ მხარს დავუჭერთ, კანონის ძალას შეიძენს.
პრეზიდენტი ვეტოს თუ დაადებს, ბუნებრივია, ამ ვეტოს დაძლევაზეც ვიფიქრებთ“, – განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს