მამუკა მდინარაძე და გეკა გელაძე ოჯახებთან ერთად ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრნენ

ავტორი
Front News საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი მამუკა მდინარაძე და შს მინისტრი გეკა გელაძე, ოჯახებთან ერთად, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს, ილია მეორეს საპატრიარქოში ესტუმრნენ.
"ილია მეორემ მამუკა მდინარაძის და გეკა გელაძის ოჯახები დალოცა.
პატრიარქმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსსა და შინაგან საქმეთა მინისტრს საქმიანობაში წარმატება უსურვა", - აღნიშნულია სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





