
ავტორი
Front News საქართველო
ზურაბ ჯაფარიძეს არავინ ეკითხება რას იტყვის, რა კითხვას დაუსვამენ და რას უპასუხებს. მაშინ დაავალეს და უთხრეს, რომ შენ ახლა რუსეთთან დაკავშირებით არ უნდა ილაპარაკო ცუდი რაღაცები: ეკონომიკაზე, ურთიერთობის გაღრმავებაზე უნდა ილაპარაკო. ზურაბ ჯაფარიძემ, ისევე როგორც მისმა პოლიტიკურმა მეგობრებმა, ასე ილაპარაკეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ზურაბ ჯაფარიძეს ახლა დავალებული აქვს, რომ “აჟრიალებდეს ყველაფერ რუსულზე“, ხოლო მომავალში, შესაძლოა, კვლავ დაავალონ ნარატივის შეცვლა, რაც, მდინარაძის თქმით, აგენტის ხვედრია.
“დღეს ავალებენ, რომ შენ ახლა უნდა ჩახვიდე სადღაც და უნდა ჩაიხადო, უკაცრავად ამის თქმა რომ მიწევს. შენ ახლა გევალება, რომ უნდა გაჟრიალებდეს ყველაფერ რუსულზე, უნდა გაგიჟდე, გადაირიო და უნდა დაგბურძგლოს და ამას აკეთებს. ხვალ სხვა რამეს დაავალებენ, ისევ შეცვლის ამ ნარატივს და ისევ იტყვის, რომ რუსეთთან ურთიერთობა მხოლოდ ეკონომიკურია და ცუდი არ არის – ეს არის აგენტის ხვედრი.
საბედნიეროდ, უდიდეს უმრავლესობას ამ ქვეყანაში, შეუძლია საკუთარი აზრებით ილაპარაკოს, რასაც თვითონ ფიქრობს. ზურაბ ჯაფარიძეს და მისნაირებს თანავუგრძნოთ, რადგან მათ არ შეუძლიათ საკუთარი აზრი ჰქონდეთ, რასაც დაავალებენ, იმას ილაპარაკებენ. რუსეთზე ხან ასე ილაპარაკებენ, რომ ეკონომიკას ეხება საქმე, ხან ისე ილაპარაკებენ, რომ თითქოს ბრაზდებიან, რადგან გაბრაზება აქვთ დავალებული“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს