
ავტორი
Front News საქართველო
ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე სახალხო დამცველის კანდიდატებთან დაკავშირებით გამართულ კონსულტაციებისთვის “სტრატეგია აღმაშენებლის“ წარმომადგენლის პაატა მანჯგალაძის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს გამოეხმაურა.
“ჩვენს დღევანდელ შეხვედრაზე იჯდა სამი ქალი, სამივეს პოლიტიკური აზრი ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ სამივეს უფრო ვაჟკაცური თვისებები აქვს, ვიდრე “სტრატეგია აღმაშენებლის“ ამ კონკრეტულ წარმომადგენელს. ადამიანი რომ გეტყვის, ქუთაისში მივდივარ და ამიტომ ვერ მოვალო, და შემდეგ ჟურნალისტებს ეუბნება, ბოიკოტი გამოვაცხადეო – ამას რა შეიძლება დაერქვას?“, – აცხადებს მდინარაძე.
ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ სახალხო დამცველის კანდიდატებზე ოპოზიციასთან კონსულტაციები გამართა. შეხვედრას ბოიკოტი გამოუცხადა “სტრატეგია აღმაშენებელმა“, დანარჩენი საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები კი კონსულტაციებში მონაწილეობდნენ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს