მამუკა მდინარაძე – დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ სააკაშვილი ჩვეულებრივი მაიმუნია

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოში არის კი არა, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ ეს კაცი არის ჩვეულებრივი მაიმუნი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ მიხეილ სააშვილთან დაკავშირებით განაცხადა.
მდინარაძის თქმით, შეუძლებელია სააკაშვილის ქმედებების, „კლოუნადის“ შეფასება.
“საქართველოში არის კი არა, ეს კაცი, დიდი ბოდიში ყველა მაიმუნთან, მაგრამ არის ჩვეულებრივი მაიმუნი. ამის იქით მისი ქმედებების, ამ კლოუნდის შეფასება, შეუძლებელია. მიკვირს ზოგიერთი თქვენგანის, რომ ასე ანთებულები, მთელი სერიოზულობით ამტკიცებთ რაღაცას და იქიდან ჩართვებს აკეთებთ, აქ იყო და იქ გაიარა. ან მართლაც ცუდ მდგომარეობაში ხარ ზოგიერთი ჟურნალისტი, უკაცრავად, გჯერათ, ან ჩართული ხართ თაღლითობაში. დავანებოთ ამ თაღლითობას თავი.
მისივე განცხადებით, სააკაშვილი უკრაინიდან არსად წასულა და იმალება.
“ეს კაცი უკრაინიდან არსად წასულა, იმალება, სადღაც შემძვრალია და იქიდან რაღაცებს გეგმავს, მეორე თუ მესამე ტელეფონით. უტყუარი ინფორმაციაა, რომ უკრაინა არ დაუტოვებია, არათუ საქართველოში, სხვა ქვეყანაშიც არ არის. ხვდებით ალბათ, რომ ამის შესახებ მარტივად გვექნება ინფორმაცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


