მამუკა მდინარაძე – ძალიან ამაყად ვიცხოვრებ ამ ქვეყანაში, დიდი ხანი ვაპირებ ამას და მართალი ვიქნები ყველას წინაშე


ავტორი
Front News საქართველო
ქართველი ხალხი ამბობს, რომ საქართველომ მიიღოს დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და ასე იქნება. ნახეთ, [ოპოზიციის] წამოძახილებში რა ხდება? ლუსტრაციაა. მე ვამბობ, ქართველი ხალხი ამბობს-მეთქი, რომ მიიღეთ დამოუკიდებელი გადაწყვეტილებები და სად ამბობსო, მეტი რა თქვან? – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ, “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტს განხილვისას განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის მხრიდან მსგავსი წამოძახილები, მათი ლუსტრაციაა.
მდინარაძემ ასევე უპასუხა ოპოზიციის წარმომადგენლის რეპლიკას – “შენც ამ ქვეყანაში უნდა იცხოვრო” და აღნიშნა, რომ “დიდხანს, ამაყად აპირებს საქართველოში ცხოვრებას და შავი ფულის მხილების გამო არასდროს შერცხვება”.
“ძალიან ამაყად ვიცხოვრებ ამ ქვეყანაში, დიდი ხანი ვაპირებ ამას და მართალი ვიქნები ყველას წინაშე. შავი ფული თუ ვამხილე, ამის არასდროს შემრცხვება. თქვენ იცავთ ახლა შავ ფულს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე – ყველას ვთხოვ, ნუ დაგვაყენებენ ამ რისკების წინაშე პირისპირ, პატარა ქვეყანას, რომელსაც აქვს ოკუპირებული ორი ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი რეგიონი

მამუკა მდინარაძე – არავის ამ ქვეყანაში არავისზე ნაკლებად სისხლი არ უდუღს და ეს ფსევდოპატრიოტიზმი არ უნდა იყოს მათი პოლიტიკური მიზნებისთვის

მამუკა მდინარაძე – ამ ქვეყანაში ომი იყო 2008 წელს და ეს ომი, არც ჩვენს მოქალაქეებს და არც ჩვენს მეგობრებს არ უნდა დაავიწყდეთ