
ავტორი
Front News საქართველო
ძალიან გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს, – ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში წინასწარი შედეგების მიხედვით, დონალდ ტრამპის გამარჯვებას.
მისი თქმით, ოფიციალური შედეგების გამოცხადების შემდეგ, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებიც გააკეთებენ განცხადებებს.
“პირველ რიგში, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ და მეგობარ ქვეყანაში მიმდინარე თუ დასრულებულ არჩევნებს გვინდა გამოვეხმაუროთ. ძალიან გვიხარია, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობები იმარჯვებს. დანარჩენი, როდესაც ოფიციალურად გამოცხადდება შედეგები, ჩვენი სხვა ლიდერებიც ამაზე განცხადებებს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს