მამუკა მდინარაძე – ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში დომინანტური იყო


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანაზე გადაწყვეტილების მიღებისას ხოშტარიას ფაქტორი იყო დომინანტური.
“მისასალმებელია ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება. ვიქნები გულწრფელი და არ დაგიმალავთ არც იმას, რომ ელენე ხოშტარიას ფაქტორი ამ გადაწყვეტილებაში დომინანტური იყო. როდესაც ის მოვინახულეთ, ამის შემდეგაც ამ აზრს ვაფიქსირებდით, რომ მისი ფაქტორი მნიშვნელოვანია.
გამოვიდა ისე, რომ ეს ადამიანი და სხვა მოშიმშილეები ამ სიტუაციურ მოცემულობაში, ამ სიტუაციურმა თანამზრახველებმა გაწირეს და ჩვენ ისინი არ გავწირეთ”, – განაცხადა მდინარაძემ.
იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.


მამუკა მდინარაძე ზურაბ ადეიშვილზე – ის იყო მთავარი ჯალათი ამ ქვეყანაში, მას პასუხს გასცემს საქართველოს მართლმსაჯულება, სამწუხაროა, რომ იქ აღმოჩნდება ხოლმე, სადაც აღმოჩნდა ამ შემთხვევაში

მამუკა მდინარაძე – თუ ხოშტარია და მისი ოჯახი უარს იტყვის რუსეთიდან გადმორიცხული თანხების გასაჯაროებაზე, საგამოძიებო ორგანოები უნდა დაინტერესდნენ

მამუკა მდინარაძე – როგორი სიმართლე უთქვამთ ისეთ დროს, როცა ამ სიმართლის თქმა ჰარაკირის ჩატარების ტოლფასი იყო