
ავტორი
Front News საქართველო
ქალბატონი ელენეს [ხოშტარია] ნიჭიერება მინდა ვაღიარო, იმდენი მიმართულებიდან იღებს დავალებებს, რომ ერთი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება ამ დავალებების გააზრება, გადამუშავება, შესრულება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
შეკითხვაზე, რა მიზნით ჩავიდნენ დავით კეზერაშვილთან ელენე ხოშტარია და გიგი უგულავა და ხომ არ ფიქრობს, რომ ელენე ხოშტარია ვაშაძის მსგავსად შეუერთდება ნაცმოძრაობას? მამუკა მდინარაძე პასუხობს, რომ ელენე ხოშტარია ერთ-ერთი მიმართულებიდან დავალების მისაღებადაა წასული, თუმცა, რუბლებს იქიდან ვერ წამოიღებს, ამ შემთხვევაში დოლარებთან გვექნება საქმე.
“ქალბატონი ელენეს ნიჭიერება მინდა ვაღიარო. იმდენი მიმართულებიდან იღებს დავალებებს, რომ ერთი ადამიანის შესაძლებლობებს აღემატება ამ დავალებების გააზრება, გადამუშავება, შესრულება. ერთერთი მიმართულებიდან დავალების მისაღებად ახლაა წასული. რუბლებს იქიდან ვერ წამოიღებს, რუბლები სხვა მიმართულებიდან მისდის მას, ამ შემთხვევაში უფრო დოლარებთან გვექნება საქმე როგორც ვიცი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს