მამუკა მდინარაძე – ეს არჩევნები სატესტო რეჟიმში მიდიოდა და გამოჩნდა ყველა პლიუსი თუ მინუსი, რაც შეიძლება ყოფილიყო ელექტრონული არჩევნების ჩატარების დროს


ავტორი
Front News საქართველო
ეს არჩევნები სატესტო რეჟიმში მიდიოდა და გამოჩნდა ყველა პლიუსი თუ მინუსი, რაც შეიძლება ყოფილიყო ელექტრონული არჩევნების ჩატარების დროს – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან კარგია, რომ არჩევნები ელექტრონულად ჩატარდა, თუკი რაიმე ხარვეზი იყო, ეს წაგვადგება, რომ დასკვნები გამოვიტანოთ შემდეგი არჩევნებისთვის.
“ჩვენი ამ შემთხვევაში ინტერესიც, პარტიული წარმატებაც რომ გვერდზე გადავდოთ, ძალიან კარგია, რომ ელექტრონულად ჩატარდა, ძალიან კარგია, რომ თუკი რაიმე ხარვეზი იყო და ცოტა იყო ასეთი ხარვეზი, ეს წაგვადგება ჩვენ, რომ დასკვნები გამოვიტანოთ შემდეგი არჩევნებისთვის, იმისთვის, რომ დაიხვეწოს, ზუსტად ვიცოდეთ, გამოწვევები რა არის, ამ პრობლემებთან დაკავშირებით გავამახვილოთ ყურადღება, საკანონმდებლო ცვლილება იქნება თუ პრაქტიკული გადაწყვეტა საჭირო, ამაზე ვიმუშაოთ. ეს არჩევნები სატესტო რეჟიმში მიდიოდა და გამოჩნდა ყველა პლიუსი თუ მინუსი, რაც შეიძლება ყოფილიყო ელექტრონული არჩევნების ჩატარების დროს“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე – პროკურატურას ვთხოვთ, ყურადღებით გამოიძიოს ყველა ეს შემთხვევა და დააკვალიფიციროს ზუსტად ისე, როგორც უნდა დაკვალიფიცირდეს

მამუკა მდინარაძე – არ ვაპირებთ, რომ გავჩერდეთ, ბოლომდე ჩავყვები და ვამხელთ თითოეულ მათ მავნებლობას და ტყუილს

მამუკა მდინარაძე – ოპოზიცია, თუ ოპოზიცია შეიძლება დაერქვას ომის და ღალატის პარტიას, ცდილობდა ყველაფერი გაეყიდა ისე, თითქოს საქართველოს ხელისუფლება საომარი მოქმედებების დროს უკრაინის ხელისუფლებას უპირისპირდება