მამუკა მდინარაძე – ეს არის “ნაცმოძრაობის” და “ენჯეო” სექტორის ბრძოლა შავი ფულისათვის, პირობას ვაძლევ, რომ დამთავრდება მათი მარცხით


ავტორი
Front News საქართველო
მათ კამპანიას სახელად ჰქვია „ბრძოლა შავი ფულისთვის“. ჩვენ ვიბრძვით ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, სუვერენიტეტისათვის, მისი გაძლიერებისათვის, გამჭვირვალობისთვის – ისინი ებრძვიან გამჭვირვალობას და იბრძვიან შავი ფულისთვის. ამისთვის ბრძოლას სწირავენ საკუთარ თავს, საკუთარ იმიჯს, ყველაფერს სწირავენ იმისათვის, რომ შავი ფულისთვის იბრძოლონ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განუცხადა.
მდინარაძის თქმით, ეს არის „ნაცმოძრაობის“ და ენჯეო სექტორის იმ წარმომადგენლების ბრძოლა შავი ფულისთვის, ვინც ამ შავი ფულით საზრდოობენ და ეს ბრძოლა მათი მარცხით დამთავრდება.
“ეს არის “ნაცმოძრაობის“ და მათი პატრონების ბრძოლა შავი ფულისთვის. ეს არის ენჯეო სექტორის რადიკალური ნაწილის, იმ წარმომადგენლების ბრძოლა შავი ფულისთვის, ვინც ამ შავი ფულით საზრდოობენ, თორემ თუ გამჭვირვალობა უზრუნველყოფილია, მაშინ საბრძოლველი აქ არაფერია. მაშინ უბრალოდ წყნარად, მშვიდად, კანონმორჩილად ყოველი წლის იანვარში შეავსებენ წინა წლის დეკლარაციას და დამთავრდება ამით ყველაფერი. ეს რომ არ გააკეთონ ამიტომ იბრძვიან ასე თავგამოდებით, ამიტომ აწრიალებენ მთელ მსოფლიოს. ეს ბრძოლა შავი ფულისათვის, პირობას ვაძლევ, რომ დამთავრდება მათი მარცხით”, – განაცხადა მდინარაძემ.
მანვე აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა არ დაუბრუნდებოდა „გამჭვირვალობის კანონს“, იმ შემთხვევაში თუ მეორე მხარის დადებული პირობა შესრულდებოდა და ფინანსები გამჭვირვალე გახდებოდა.
“რაც შეეხება პირობებს, რომელზეც ისინი საუბრობენ – დიახ ჩვენი პირობა იყო კანონი არ დაგვებრუნებინა, მათი პირობა, მათი ნათქვამი იყო ფინანსების გამჭვირვალობა – სად არის ფინანსების გამჭვირვალობა? კიდევ უფრო რომ გაუარესდა ეს არის გამჭვირვალობა? მათი პირობა სად არის? ათასობით მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ, რომ ფინანსები უფრო გაუმჭვირვალე გახდა. ამიტომ პირობებს თავი დაანებონ და ქუჩური სტილის რაღაც გარჩევებს, რომ პირობა სად არის. სად არის და აქ არის ის პირობა – დიახ, ჩვენ არ დავუბრუნდებოდით არცერთი წამით კანონს ფინანსები რომ გამჭვირვალე ყოფილიყო. ჩვენი პირობა იყო კანონის არ დაბრუნება, მათი პირობა იყო გამჭვირვალობა, რაშიც გადაგვაგდეს, ქართული სახელმწიფო გადააგდეს, ქართული საზოგადოება მოატყუეს და სად არის მათი არათუ პირობა, არამედ დადებული გარანტიები, რომ გამჭვირვალეა ისედაც, რომელ ნაწილშია გამჭვირვალე? გარანტირებულად შემიძლია გითხრათ, რომ არ არის გამჭვირვალე, იტყუებიან”, – განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე – უმძიმესი ბრალდებაა, დადასტურების შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ პირდაპირი ჩარევა იყო როგორც ენჯეო სექტორის მუშაობაში, ისე ბიზნესის საქმიანობაში

მამუკა მდინარაძე – წლების განმავლობაში ეს ხალხი ალაგებდა ნარატივს, რომ ეკლესიის და რწმენის პატივისცემა არ არის თავსებადი განვითარებასთან და პროგრესთან

მამუკა მდინარაძე – ნაცმოძრაობის ტელევიზიის – “მთავარი არხის“ ერთ-ერთი სახე, თენგო გოგოტიშვილი გამოდიოდა და ამბობდა, რომ ომია ახლა ერთადერთი გამოსავალი, ევროინტეგრაციისკენ გზა და შანსი არის ომში