
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი შეხვედრების შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა.
კითხვაზე, რას აშავებს პრეზიდენტი, მდინარაძემ აღნიშნა, რომ თუ აინტერესებთ მორალურ-პოლიტიკური მხარე, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტების შედეგი იყო ის, რომ ერთ-ერთმა პრეზიდენტმა პირდაპირ მოგვიწოდა, რუსეთის წინააღმდეგ სანქციები დაგვეწესებინა.
“კონკრეტულად რა გახსენდებათ ბოლო შეხვედრებიდან შედეგი? ჩვენ კონკრეტული შედეგი გვაქვს: პრეზიდენტი [სალომე ზურაბიშვილი] ლატვიის პრეზიდენტს შეხვდა, გამოვიდა ლატვიის პრეზიდენტი და რაც მანამდე არ გაუხმოვანებია იმ სახელმწიფოს წარმომადგენელს, მან თქვა, რომ საქართველომ, კი არ შეუერთდეს და კი არ უნდა მიუერთდეს, უნდა დააწესოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.
ლატვიის პრეზიდენტმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ მოგვთხოვა, რომ დავაწესოთ სანქციები, რომელიც დააზიანებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს და ეს ზიანი ყველაზე რბილი დათვლით შეიძლება იყოს 10 პროცენტი და ყველაზე ცუდი დათვლით შეიძლება 16-18 პროცენტსაც კი გასცდეს. ეს იყო შედეგი. თუ აინტერესებთ ამის მორალურ-პოლიტიკური მხარე, შედეგი ერთ-ერთი შეხვედრიდან გამოსულმა პრეზიდენტმა ეს წამოიღო: მოგვიწოდა პირდაპირ, რომ რუსეთის წინააღმდეგ, ხაზს ვუსვამ, კი არ მივერთებოდით ან გვერდის ავლის საშუალება არ მიგვეცა, რასაც ისედაც ვაკეთებთ, არამედ სანქციები დაგვეწესებინა, რასაც ბევრი სხვა არ აკეთებს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს