მამუკა მდინარაძე – ეს ქსენოფობიის თუ შოვინიზმის გარდა, ომის გარანტიის მიღების მცდელობაა!

ავტორი
Front News საქართველო
ეს ქსენოფობიის თუ შოვინიზმის გარდა, ომის გარანტიის მიღების მცდელობაა!, – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის ფეისბუქპოსტს.
“მისმა სხვა თანამზრახველებმა იწვალეს, ხან ირიბად თქვეს, ხან – უფრო პირდაპირ, მერე თავი იმართლეს… ამ სიტყვების ავტორმა კი მკაფიოდ თქვა მათი სათქმელი, ყველასი ერთად!..
ვისაც აქამდე კიდევ რჩებოდა კითხვები, მათთვის რამდენიმე უმარტივესი ჭეშმარიტება: რუსეთი ოკუპანტია! საქართველოს ადგილი ევროპაშია!
ეს კი ქსენოფობიის გარდა, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული უპრეცედენტო პროვოკაცია, ბოროტება და ომში ჩათრევის ყველაზე მოკლე გზაზე სვლის პირდაპირი მოწოდებაა!”, – წერს მდინარაძე.
<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FGDMamukaMdinaradze%2Fposts%2Fpfbid02AoyZnqdcPXQnB6rFk6BrhCAHiE4xzDKzCMNirWbF8UVAzsu75BwEp9bXJZQoSh2el&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”683″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>
თაგები:
მამუკა მდინარაძე




