
ავტორი
Front News საქართველო
2012 წლამდე რასაც აკეთებდნენ, იმაზე არანაკლები ცოდვები აქვს “ნაციონალურ მოძრაობას“ დღეს რასაც აკეთებს. კიდევ კარგი პრემიერ-მინისტრის, პარტიის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის, კახა კალაძის და კიდევ უამრავი ადამიანის ფაქტორია, პოლიტიკიდან გასული ადამიანის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორია იმდენად დიდი ამ ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფაში, რომ წარმოუდგენელია, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გადაცემა “იმედი LIVE“-ში განაცხადა.
“ბიძინა ივანიშვილის ერთი წერილი გაცილებით ძლიერი, წონიანი აღმოჩნდა, ვიდრე ათასი ფეიკ რეზოლუცია. ეს ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანას მართავენ დღეს, არიან მშვიდობის გარანტი და კიდევ კარგი, რომ ასე მოხდა და კონკრეტული ადამიანები კონკრეტულ ადგილებზე არიან, თორემ ამათ რომ შეესრულებინათ, ესენი რომ გვერეოდნენ ქვეყნის შიგნით, ყოველგვარი გადაჭარბებისა და შეთქმულების თეორიების გარეშე, აქ იქნებოდა სასაკლაო და გაცილებით რთული სიტუაცია, ვიდრე უკრაინას დაატყდა თავს რუსული ოკუპაციის შედეგად“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს