Logo

მამუკა მდინარაძე - ევროპაში უკანონო მიგრანტების ყოლამ ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ამას ჩვენ საქართველოში არ დავუშვებთ

პოლიტიკა
221
Frontnews image description

უკანონო მიგრაცია  ძალიან აწუხებს ჩვენს საზოგადოებას, აქაც პირობას ვდებთ, რაც კი ქართულ სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების ხელშეწყობით, რა თქმა უნდა, ექნება ბერკეტი და ჩვენ უკანონო მიგრაციას დავიყვანთ მინიმუმამდე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ "იმედის" ეთერში.

მდინარაძე აღნიშნავს, რომ უკანონო მიგრანტების განუზომელად დიდმა რაოდენობამ ევროპა ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვანა, საქართველოში კი ამას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ დაუშვებს და მას ექნება ლეგიტიმური რეაქცია.

"იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ვიზუალურადაც კი ხალხზე ცდილობენ ზემოქმედებას, სადღაც ათეული ადამიანი შეიკრიბა და „რა ხდება საქართველოში“ ჯერ ერთი ახერხებენ ამით მანიპულირებას, დღეს არის სოციალური ქსელის ეპოქა და ერთ ვიდეოს გამოაგდებენ სოციალურ ქსელში და ხდება მთელი ვნებათაღელვა. მაგრამ ეს ერთი საკითხია მანიპულაციურად რას აკეთებენ და მეორე საკითხია, ის რეალურად რა ხდება. მართლაც ჩვენ ათასობით უკანონო მიგრანტი გვყავს, ევროპაში ამან ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ესეც ვიცით და ჩვენ ამას საქართველოში არ დავუშვებთ და შემდეგ არ დაიწყონ კიდევ რომ არიქა უცხოელებს დევნითო. უკანონო მიგრანტებზე გვექნება ჩვენი ლეგიტიმური რეაქცია, ქართული სახელმწიფოს რეაქცია იქნება ეს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Advertisement