
ავტორი
Front News საქართველო
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე მიიჩნევს, რომ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შიში და შფოთვა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი თანაბრად შეეხება მათ მიერ დაფინანსებულ ადამიანებსაც, გადაჭარბებულია.
როგორც მამუკა მდინარაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, ზოგიერთი ორგანიზაციის წარმომადგენლები თავიანთ თანამშრომლებს ეუბნებიან, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში მათ დაფინანსება შეუწყდებათ.
“დღეს საქართველოში ისეთი ადამიანებიც გამოჩნდნენ, რომლებიც დადიან და ეუბნებიან თავიანთ თანამშრომლებს, ბენეფიციარებს, რომ „იძულებული გავხდები შეგიწყვიტოთ დაფინანსება“, ოღონდ გრანტის მიმცემები კი არა, საქართველოში გრანტის მიმღებები, ამ ორგანიზაციის ზოგიერთი ხელმძღვანელი კადრულობს ამას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს