Logo

მამუკა მდინარაძე - ღირსეულ ადამიანს, უღალატო თანამებრძოლს და მეგობარს, წარმატებას გისურვებთ ამ ურთულესი გამოწვევებით სავსე პოლიტიკურ საქმიანობაში

პოლიტიკა
240
Frontnews image description

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ, პარტიის მე-9 ყრილობაზე, პოლიტიკური საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარედ ირაკლი კობახიძის კანდიდატურა წარადგინა.

ყრილობის გადაწყვეტილებით, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ ერთხმად აირჩიეს. მამუკა მდინარაძემ მას წარმატებები უსურვა გამოწვევებით სავსე პოლიტიკურ საქმიანობაში.

„ყრილობის გადაწყვეტილებით, ბატონი ირაკლი კობახიძე ერთხმად არჩეულია მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარედ. გილოცავთ, ბატონო ირაკლი, ღირსეულ ადამიანს, უღალატო თანამებრძოლს და მეგობარს, წარმატებას გისურვებთ ამ ურთულესი გამოწვევებით სავსე პოლიტიკურ საქმიანობაში!“ -  განაცხადა მამუკა მდინარაძემ. 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები