მამუკა მდინარაძე – გიორგი ვაშაძე საერთოდ გავიდა მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება

ავტორი
Front News საქართველო
გიორგი ვაშაძე საერთოდ გავიდა მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება, პირდაპირ გეუბნებით, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარენ მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“გიორგი ვაშაძე გავიდა საერთოდ მომსახურების ზონიდან, ჭკუა აღარ მოეკითხება პირდაპირ გეუბნებით იქიდან გამომდინარე, რომ პირად შეურაცხყოფაზეა გადასული, მაგალითად, რაც იკადრა მაგან დღეს პარლამენტის თავმჯდომარის მისამართით პირადად, არაფერში არ ჯდება. არც ეთიკაში, არც ზრდილობაში და არაფერში საერთოდ მას შეუძლია გააკრიტიკოს ნებისმიერი ჩვენგანი ოღონდ პირადი შეურაცხყოფა რაში სჭირდება ნამდვილად არ ვიცი. უბრალოდ რადიკალიზმის ხარისხს ამძაფრებს ალბათ, თავისი ჭკუით”, – განაცხადა მდინარაძემ.
გიორგი ვაშაძემ შალვა პაპუაშვილს “არაფრის მაქნისი მარიონეტი“ უწოდა.





