მამუკა მდინარაძე – გონჩარენკო გეორგიევსკის ლენტით დარბოდა, საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდა და აორგანიზებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კონფერენციას ევროპარლამენტში, ყოფილა კავშირი?


ავტორი
Front News საქართველო
გონჩარენკო გეორგიევსკის ლენტით დარბოდა რამდენიმე წლის წინ, დღეს საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდა და გონჩარენკო აორგანიზებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კონფერენციას ევროპარლამენტში. ყოფილა კავშირი? – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტვ „ფორმულას“მიერ დასმული კითხვის პასუხად განაცხადა.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ოპოზიციის ცინიკური ნარატივი – „აბა ომი გინდათ“ იმიტომ, არ გავიდა, რომ მათი მეგობარი გონჩარენკო ითხოვდა, დაგვეწყო ომი, პირდაპირ შევვარდნილიყავით აფხაზეთში და დაგვეხოცა ქართველებს და აფხაზებს ერთმანეთი.
“შეგიძლიათ წაიკითხონ, ვინ არიან ორგანიზატორები, ფოტიგა, გონჩარენკო. გონჩარენკო გახსოვთ რას ითხოვდა? სოხუმში შეისეირნეთო. „აბა ომი გინდათ“ – ოპოზიციის ცინიკური ნარატივი რატომ არ გავიდა იცით, იმიტომ, რომ მათი მეგობარი გონჩარენკო ითხოვდა, რომ ჩვენ დაგვეწყო ომი, პირდაპირ შევვარდნილიყავით აფხაზეთში და დაგვეხოცა ქართველებს და აფხაზებს ერთმანეთი. ამას ითხოვდა და ეს ადამიანი არის ორგანიზატორი იმ კონფერენციის რომელსაც მეკითხებით. ამიტომ არის ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ეს დაორგანიზებული. პირდაპირი კორელაციაა. ადამიანი ითხოვდა ომს, ითხოვდა? გონჩარენკოზე მაინც ხომ მიდასტურებთ, რომ გეორგიევსკის ლენტით დარბოდა რამდენიმე წლის წინ, დღეს საქართველოს ომში ჩართვას რომ ითხოვდა გონჩარენკოზე მაინც ხომ მიდასტურებთ? და დღეს გონჩარენკო აორგანიზებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კონფერენციას ევროპარლამენტში. ყოფილა კავშირი? აბა ომი გინდათო, დამცინავი და ირონიული ტონით რომ მეკითხებით ხოლმე“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე – მას ბრალი ედება ბიძინა ივანიშვილისთვის ასეულობით მილიონის მოპარვაში და ამ ფულით გადაწყვიტა დააფინანსოს საქართველოს წინააღმდეგ აქციები

მამუკა მდინარაძე – MKD-ის განცხადება კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რა მასშტაბით მიმდინარეობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ შანტაჟის კოორდინაცია

მამუკა მდინარაძე – დიახ, განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის მიმართ