მამუკა მდინარაძე - გუშინწინდელმა შეხვედრამ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ უკრაინა, სამწუხაროდ, მართლაც პაიკად გამოიყენეს ვიღაცებმა და საქართველომ ამის საშუალება არავის მისცა


ავტორი
Front News საქართველო
ჩემი შეხედულება ნაკლებად მნიშვნელოვანია, აქ ფაქტებზეა საუბარი: გუშინწინდელმა [ტრამპის და პუტინის] შეხვედრამ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ უკრაინა, სამწუხაროდ, მართლაც პაიკად გამოიყენეს ვიღაცებმა და საქართველომ ამის საშუალება არავის მისცა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ეხებოდა.
მდინარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებამ რომ ქვეყნის პაიკად გამოყენების საშუალება არავის მისცა, სწორედ ამის წინააღმდეგ იბრძოდა აგენტურული ოპოზიცია. მისივე თქმით, კულისებშიც და ღიადაც, საქართველოს ომში ჩართვა ევალებოდა, მაგრამ ქართული სახელმწიფო დავალებებს აღარ ასრულებს.
"ჩვენ რომ ამისი საშუალება არავის მივეცით, ამის წინააღმდეგ იბრძოდით თქვენ: თქვენი ტელევიზია, თქვენი პარტიები, აგენტურული ოპოზიცია საქართველოში, იბრძოდა არა მხოლოდ ხელისუფლების, მშვიდობის წინააღმდეგ. როდესაც "დიფ სტეიტზე", "გლობალური ომის პარტიაზე" ვლაპარაკობდით, ეს ისეთ აბსურდულ მოცემულობად მოიტანეთ, დამცინავ კონტექსტში ამბობდით, "აბა ომი გინდათ?" - ეს კამპანია აქვს "ქართულ ოცნებასო". "ქართულ ოცნებას" კი არ ჰქონდა, მოცემულობა იყო. პრაგმატული თვალსაზრისით, რატომ შეიძლებოდა, ამ ომის ინტერესის მქონე ადამიანებს თუ ჯგუფს, არ ნდომებოდა საქართველოში მეორე ფრონტი, ერთ არგუმენტს ვერ მეტყვით, რატომ შეიძლება არ ნდომებოდათ. რომ უნდოდათ, ეს, კულისებშიც და ღიადაც ევალებოდა საქართველოს, მაგრამ, საქართველო დავალებებს აღარ იღებს. "აღარ" შემთხვევით კი არ მითქვამს და კი არ წამომცდენია - ჩვენ გვქონდა მოცემულობები, როცა რაღაცებს ვითვალისწინებდით და ვითვალისწინებდით ჩვენი ინტერესის საზიანოდაც კი, ოღონდ, ისეთებს, რის გამოსწორებასაც შევძლებდით", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს