მამუკა მდინარაძე – ირაკლი კობახიძე არის მენეჯერი, რომელმაც პრაქტიკულად ნულიდან ააწყო პარტიული სტრუქტურები


ავტორი
Front News საქართველო
ირაკლი კობახიძე არის მენეჯერი, რომელმაც პრაქტიკულად ნულიდან ააწყო პარტიული სტრუქტურები და შექმნა ამ სტრუქტურების ძალიან ძლიერი ერთობლივი მექანიზმი. თუკი ვინმე ოდნავ მაინც ჩახედულია ამაში, ყველამ იცის, რამდენად აწყობილი პარტიული სისტემა გვაქვს „ქართულ ოცნებაში“ – განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ „იმედი LIVE”- ში.
მისი თქმით, ირაკლი კობახიძის ინტელექტზე და გონებრივ შესაძლებლობებზე ალბათ, ყველას ობიექტური წარმოდგენა აქვს, პოლიტიკურ მტერსაც და მოყვარესაც.
“ირაკლი კობახიძე არის მენეჯერი, რომელმაც პრაქტიკულად ნულიდან ააწყო პარტიული სტრუქტურები და შექმნა ძალიან ძლიერი ერთობლივი მექანიზმი ამ სტრუქტურებისა, რომელსაც როგორც პარტია პიარული გადმოსახედიდან კი არა, ამ სტრუქტურების თვალსაზრისითაც ძალიან ძლიერი პარტია ჰქვია. თუკი ვინმე ოდნავ მაინც ჩახედულია ამაში, ყველამ იცის, რამდენად აწყობილი პარტიული სისტემა გვაქვს „ქართულ ოცნებაში“. ეს ერთი, მეორე – მის ინტელექტზე და გონებრივ შესაძლებლობებზე ალბათ, ყველას ობიექტური წარმოდგენა აქვს, პოლიტიკურ მტერსაც და მოყვარესაც, ამაზე აღარ გავაგრძელებ და ადამიანი, რომელიც უზომოდ შეყვარებულია თავის ქვეყანაზე და მის პატიოსნებაზეც ასევე საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებით შემიძლია ვილაპარაკო.
დღეს მოვისმინე, მენეჯმენტის და ეკონომიკური მიმართულებით არ აქვსო გამოცდილება. წარმოიდგინეთ, პარლამენტის თავმჯდომარე იყო ადამიანი, იყო პარტიის ხელმძღვანელი, რომელმაც ეს სტრუქტურები ნულიდან ააწყო. მენეჯერული გამოცდილების არქონა რას ჰქვია, რაღაც ხომ უნდა მოიგონო, ასეთი რომ თქვა. უფრო პარადოქსული იყო იმის თქმა, რომ ამ ადამიანს ეკონომიკური მიმართულებით არ აქვს გამოცდილება. ამ ხალხს რა ჰგონია, საპარლამენტო საქმიანობა მაგალითად, პარტიული საქმიანობა, პროგრამაზე მუშაობა, ერთ-ერთი მთავარი ავტორია კონსტიტუციის, საარჩევნო პროგრამების და ა.შ. და ამ კაცზე ამბობენ, რომ მას არ აქვს ეკონომიკის მიმართულებით გამოცდილება და ცოდნა. ამას ძალისხმევა ხომ სჭირდება, ეს გაბედო და თქვა. წარმოუდგენელი არგუმენტებია, მაგრამ მეორე მხრივ ეს კარგია, როცა მეტი არგუმენტი არ გაქვს და მოგონილი არგუმენტის ამ ხარისხს მიაღწევ, რომ არგუმენტში ეს სიგიჟე თქვა, ალბათ უკვე ადასტურებს ეს თავის მხრივ, რომ მის წინააღმდეგ რეალური არგუმენტები ბუნებაში არ არსებობს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე – ირაკლი კობახიძე არის ძალიან წარმატებული მენეჯერი, განსაკუთრებული გონებრივი შესაძლებლობების მქონე ადამიანი, თავისი ქვეყნის მოყვარული

მამუკა მდინარაძე – თუ იმაზეა ლაპარაკი, რომ ირაკლი კობახიძე რაღაცას სთავაზობდა ფულის სანაცვლოდ, რაიმე მოქმედებებს, შემიძლია, სიცოცხლით ვაგო პასუხი, რომ ეს არის ტყუილი

მამუკა მდინარაძე – საუკეთესო პიროვნულ თვისებებთან ერთად, ირაკლი კობახიძემ შეიძინა უდიდესი გამოცდილება და მოახერხა 40 000-ზე მეტ წევრიანი პარტიის მართვა