
ავტორი
Front News საქართველო
ისეთი მსუბუქი ყოფაქცევის პარტია, როგორიც არის „ნაცმოძრაობა“ მსოფლიოში არ არის. ისინი ყოველთვის ცდილობენ, როდის როგორ აწყობთ, იმ ქვეყნის ინტერესები გაატარონ. ჩვენ ვცდილობთ სხვა რამეს, – ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანმა აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის პრიორიტეტი საქართველოს ინტერესებია.
“ჩვენ ვცდილობთ საქართველოს ინტერესებიდან გამოვიდეთ. ისინი ცდილობენ საქართველოს ინტერესებს რუსული ინტერესები დაარქვან. ჩვენ ყოველთვის გამოვდივართ საქართველოს სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებიდან და ყველამ დაიმახსოვროს – რომელი ქვეყნის ინტერესები არ უნდა ატარონ, (ელენე ხოშტარიამ რუბლების სანაცვლოდ, სხვამ სხვა რამის სანაცვლოდ) საბოლოო ჯამში, ყველა სხვა ქვეყნის ინტერესი იქნება მეორეხარისხოვანი და პირველ პლანზე იქნება საქართველოს ეროვნული ინტერესები. ამას არ გვპატიობენ, ამისთვის გვებრძვიან“, – განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს