
ავტორი
Front News საქართველო
აი თქვენც ხომ თქვით ახლა, თქვენ შეგექმნათ შთაბეჭდილება, რომ {ლელოს} შეუერთდა სალომე ზურაბიშვილი. ჯერ ერთი სალომე ზურაბიშვილის შეერთება არ შეიძლება, უსერიოზულესი დარღვევაა იქიდან გამომდინარე, რომ ის იკავებს ჯერ კიდევ ფორმალურად პრეზიდენტის თანამდებობას და არ შეიძლება, დარღვევაა, ჩარევაა უკანონო, მაგრამ ასეთ უკანონობას მიჩვეულები ვართ მისგან, კონსტიტუციას პირდაპირ არღვევს და შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოს რაღაც აბსურდული სარჩელებით მიმართავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მდინარაძემ აღნიშნა, რომ „ლელოს“ და სალომე ზურაბიშვილს გარდა ბოროტებისა აერთიანებთ დავალებების შემსრულებლობა და ისინი მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ.
“ისინი ისედაც ერთად არიან, იმიტომ, რომ მათ აერთიანებთ საერთო ნიშანი გარდა ბოროტებისა, ეს არის დავალებების შემსრულებლობა. არავის არაფერს არ ვაბრალებთ, სამწუხარო რეალობაა, რომ ისინი ასრულებენ გარე დავალებებს და მოქმედებენ საქართველოს და არა საქართველოს ხელისუფლების მხოლოდ, საქართველოს წინააღმდეგ“, – განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს