Logo

მამუკა მდინარაძე - კახა კალაძე მართლაც უალტერნატივოა, ალბათ, გახსოვთ თბილისი რვა წლის წინ და დღეს

პოლიტიკა
322
Frontnews image description

გაკეთებული საქმის დაფასება, სწორად შეფასება როცა შეუძლია თბილისელს, კიდევ უფრო მარტივია არჩევანი "ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, კახა კალაძე უალტერნატივოა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, ბოლო რვა წლის განმავლობაში თბილისში ბევრი რამ გაკეთდა.

„ქართულ ოცნებაში“ იმის კომფორტი გვაქვს, რომ არა მხოლოდ მომავალზე, არამედ წარსულიდან, მისი საქმიანობიდან გამომდინარე მომავალზე ვილაპარაკოთ. წარსული, აწმყო, მომავალი, მისი პროფესიონალიზმი, კეთილსინდისიერება, პატრიოტიზმი, უალტერნატივობა – კახა კალაძე მართლაც უალტერნატივოა. ალბათ, გახსოვთ თბილისი რვა წლის წინ და დღეს. ყოველდღიურად ვუყურებთ, როგორ შენდება, როგორ ირგვება ნარგავები, ცოცხლდება ქალაქი. ეს შესაძლოა, ისე შესამჩნევი არ იყოს ყოველდღიურ რეჟიმში, მაგრამ რომ გადავხედოთ, ერთი წამით გადავახვიოთ, რა იყო რვა წლის წინ, როცა კახა კალაძე მერად არჩია თბილისმა და თბილისელებმა, დღეს უკვე ყველაფერს თავისი სახელი ერქმევა. დარწმუნებული ვარ, ამ ყველაფერზე დაშენებული მეტი წარმატება, მეტი სიკეთე  ერთი ორად წაადგება ამ ქალაქს, ჩვენს დედაქალაქს. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ გაკეთებული საქმის დაფასება, სწორად შეფასება როდესაც შეუძლია თბილისს და თბილისელს, კიდევ უფრო მარტივია არჩევანი „ქართული ოცნების“ და კახა კალაძის სასარგებლოდ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძე ოფიციალურად წარადგინა.

Advertisement