მამუკა მდინარაძე – კანონი იმისთვის არ უნდა შეიცვალოს, რომ მათი სისულელეები “გაპრავდეს”


ავტორი
Front News საქართველო
ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების მიერ გაუქმებული საარჩევნო სიები არ აღდგება, რადგან მმართველი გუნდი მათ მიერ დაშვებული შეცდომების გამოსწორებას კანონების შეცვლით არ აპირებს.
მისი თქმით, ოპოზიციურმა პარტიებმა საარჩევნო სიები თავად ჩახსნეს და ახლა ამ შეცდომის გამოსწორებას მმართველ გუნდს სთხოვენ.
“თან გვამუნათებენ, როგორ შეიძლება, საარჩევნო სიებზე კანონი არ შეცვალოსო. როგორ შეიძლება, ჯერ გამოუსწორებელი შეცდომა დაუშვა და შემდეგ ოპონენტ პარტიას ამუნათებდე და კანონის შეცვლას „ავალებდე”? – მათ არა მხოლოდ ეს შეცდომა დაუშვეს, არამედ სხვა გამოუსწორებელი შეცდომა და გვინდა, დავანახოთ, რომ ასეთ სისულეებს აკეთებენ, შემდეგ ისევ ჩვენთან მოდიან და გვეუბნებიან, სისულელე გავაკეთეთ, მოწყალება გაიღეთ და კანონი შეცვალეთო, ეს არგუმენტი არ არის. პრინციპული პოზიცია გვაქვს, რომ მათი შეცდომების გამოსწორებას კანონების შეცვლით არ ვაპირებთ. კანონი იმისთვის არ უნდა შეიცვალოს, რომ მათი სისულელეები „გაპრავდეს”. კანონები იმისთვის უნდა შეიცვალოს, რომ ეს ყველაფერი მოქალაქეებზე იყოს მორგებული და არა მათი სისულელეების გამოსწორებაზე. არც მათი სისულელეების და არც გახარიას პარტიის ღალატის ჩამორეცხვას ჩვენი გადაწყვეტილებებით არ ვაპირებთ და ეს იქნება პრინციპული პოზიცია. გულწრფელად ვაღიარებ, რომ გარდა იმისა, რომ „ქართულ ოცნებას” ამომრჩევლის ნახევრის მხარდაჭერა აქვს, ძლიერდება იმით, რომ ოპოზიცია უხეშ შეცდომებს უშვებს და ამ შეცდომების გამოსასწორებლად პროვოკაციებსა და პოპულიზმზე მიდიან, რაც არ ჭრის და საზოგადოება არ ტყუვდება”, – განაცხადა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე – არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ საქართველოსა და მისი ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ კიდევ უფრო გახშირდება თავდასხმები

მამუკა მდინარაძე – ბიძინა ივანიშვილის ფაქტორის მიმართ შიში აიძულებთ, რომ ებრძოლონ მათი გადასახედიდან პრობლემას, რომელიც ბუნებაში არ არსებობს

მამუკა მდინარაძე – დიდი ფული გამოყვეს იმისთვის, რომ ლობისტებმა იმუშაონ კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ, ამ პარტიას პოზიტივი რომ არ მიეწეროს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით