
ავტორი
Front News საქართველო
კანონის უზენაესობის ინდექსით რომ წინ მივიწევთ, ესეც რა თქმა უნდა რეფორმების შედეგია, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში გაუმჯობესებულია კანონის უზენაესობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, შიმშილობის წინააღმდეგ ბრძოლის და სხვა ინდექსები.
“თუ დააკვირდებით, კანონის უზენაესობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, შიმშილობის წინააღმდეგ ბრძოლის და მსგავსი ინდექსები, ყველა პოზიტიურად არის შეცვლილი, ანუ ჩვენს ქვეყანაში გაუმჯობესებულია ყველა კრიტერიუმი. სადაც კი ობიექტური ორგანიზაცია ჩაერთვება ხოლმე, კრიტერიუმები დღითი დღე უმჯობესდება. კანონის უზენაესობის ინდექსით რომ წინ მივიწევთ პერმანენტულად, ესეც რა თქმა უნდა რეფორმების შედეგია, მათ შორის რაც უკვე შესრულებული დახვდა 12 რეკომენდაციას და მის ევროპულ დავალებას და რაც იმის შემდეგ დაემატა. ყველაფერი ეს აისახება ყველა კვლევაში და ეს მხოლოდ უნდა აბედნიერებდეს ყველა პოლიტიკოსს. ზოგს სწყინს, ზოგს უხარია, მაგრამ ამას არ აქვს მნიშვნელობა, ქვეყანა წინ მიიწევს, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ და ეს პერმანენტული პოზიტიური სვლა ბუნებრივია, ევროინტეგრაციის პროცესში ძალიან დაგვეხმარება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს