Logo

მამუკა მდინარაძე – კარგი იქნება თუ სამი ოპოზიციონერი დეპუტატი ჩაერთვება ამ დელეგაციაში

პოლიტიკა
1487
Frontnews image description

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციას შესთავაზა, შეარჩიონ სამი დეპუტატი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად გაემგზავრება უკრაინაში.

 

როგორც მდინარაძემ განაცხადა, ოპოზიციაში აღნიშნულ საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, თუმცა იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია მოახერხებს ერთმანეთში შეთანხმებას და შეარჩევს სამ დეპუტატს, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან იქნება დელეგაციაში.

 

“ჩვენ ველოდებით პარლამენტის თავმჯდომარის და ჩვენი გუნდის შეთავაზებაზე პასუხს, რადგან როდესაც მეორეხარისხოვან თემაზე გადატანა ხდება აქცენტების, ეს არ არის კარგი. ღია არის დარჩენილი ეს საკითხი, რომ მათ შეძლონ სამი ადამიანი, რომელიც იქნება დელეგაციის წევრი პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, წავიდეს უმრავლესობის წევრებთან ერთად და დააფიქსირონ საკუთარი სოლიდარობა. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი შეძლებენ ერთმანეთში შეთანხმებას, რომ სამი ოპოზიციონერი დეპუტატი საქართველოს პარლამენტიდან კარგი იქნება თუ ჩაერთვება ამ დელეგაციაში. ეს არის ოპტიმალური შემადგენლობა. წასვლა უნდა ყველას, შესაბამისად, რაღაც კრიტერიუმით უნდა იხელმძღვანელო. თუ ისინი ამ ბავშვური არგუმენტის გამო, მეც მინდა, მეც მინდათი გააფუჭებენ ამ თემას, ეს იქნება დამაზიანებელი“, – განაცხდა მდინარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები