Logo

მამუკა მდინარაძე - ქართველს ყოველთვის კარგად ჰქონდა გათვითცნობიერებული, რამდენად დიდია დამოუკიდებლობის ფასი

პოლიტიკა
228
Frontnews image description

ვულოცავ მთელს ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს და თაობები უნდა გაიზარდონ იმ რწმენით, იმ განწყობით, რომ ეს არის მთავარი და მისგან გამომდინარეობს ყველაფერი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ქვეყნის დამოუკიდებლობა იმდენად დიდი მონაპოვარია, რომ მასთან შედარებით ყველაფერი მეორეხარისხოვანი ხდება.

"მინდა, მთელ ქვეყანას, ჩვენს სამშობლოს მივულოცო ეს დღე. თუ ვიტყვით, რომ ყველაფერი არის შედარებითი, იმდენად დიდი ღირებულებაა, იმდენად დიდი მონაპოვარია ჩვენს კონკრეტულ შემთხვევაში ქვეყნის დამოუკიდებლობა, რომ მასთან შედარებით ხდება ყველაფერი მეორეხარისხოვანი. აქედან გამომდინარეობს მშვიდობის უზრუნველყოფის გარანტიებიც, უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიებიც, აქედან გამომდინარეობს კეთილდღეობაც და ეროვნული სიამაყეც. ეს არის ყველაზე მთავარი და ქართველი ადამიანი, ქართველი კაცი და ქალი თავგანწირვისთვის ყოველთვის მზად იყო. ქართველს კარგად ჰქონდა ყოველთვის გათვითცნობიერებული, რამდენად დიდია დამოუკიდებლობის ფასი, ამიტომ არის ყველაზე ძვირფასი სიტყვაც და ყველაზე ძვირფასი ღირებულებაც, ვულოცავ მთელს ქვეყანას დამოუკიდებლობის დღეს და თაობები უნდა გაიზარდონ იმ რწმენით, იმ განწყობით, რომ ეს არის მთავარი და მისგან გამომდინარეობს ყველაფერი. თუკი იქნება ქვეყანა დამოუკიდებელი, ამ შემთხვევაში ჩვენი ეროვნული იდენტობა იქნება ის საკითხი, რომელზეც თავისუფლად შეგვეძლება საუბარი. ამაზე დიდი დღე არ არსებობს. ეს დღე ჩვენია და ვულოცავ კიდევ ერთხელ მთელს საქართველოს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები