მამუკა მდინარაძე – ხაზარაძის მიზანი არის სახელმწიფოს არაღიარება


ავტორი
Front News საქართველო
კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა არის სისხლის სამართლის დანაშაული. კომისიამ მოითხოვა მოსვლა, ხაზარაძე არ მოვიდა – უფრო მარტივი კვალიფიკაციის სისხლისსამართლებრივი კაზუსი ბუნებაში არ არსებობს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მამუკა ხაზარაძის მიზანი, როდესაც ის უარს აცხადებს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომებში მონაწილეობაზე, სწორედ სახელმწიფოს არაღიარებაა.
მდინარაძის განცხადებით, გაუგებარია, რას ხაზარაძის პოზიცია, რომ ის კომისიას არ აღიარებს, ვინაიდან, ამ ქვეყანაში ცხოვრობს და პოლიტიკოსად და ოპოზიციონერად სწორედ ამ ქვეყანაში იწოდება.
„მათ როდესაც გადაწყვიტეს, ხალხს უთხრან, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა, ეს არის სიმულაციის, თაღლითობის, უტიფრობის ყველაზე მაღალი ხარისხი, იმიტომ, რომ ფაქტის უფრო მარტივი იურიდიული ინტერპრეტაცია არ არსებობს.
სახელმწიფოს არაღიარებაა მისი [ხაზარაძის] მიზანი. არ აღიარებს რას ჰქვია? ამ ქვეყანაში ცხოვრობს, ამ ქვეყანაში იწოდება პოლიტიკოსად ჯერ კიდევ, ამ ქვეყანაშია სამწუხაროდ, ოპოზიციონერად პოზიციონირებული სააკაშვილის რეკეტიორი. ყოველ მეორე საქმეში რეკეტიორი რომ აღმოჩნდება, ეს ადამიანი, პოლიტიკოსად არის წოდებული. წარმოიდგინეთ თაღლითობის ხარისხი, მან ქართული საზოგადოების რაღაც ნაწილს მოუნდომა იმის დაჯერება, რომ 17 მილიონი ისე ვასესხე ჩემს მეგობარს თუ პირიქით, ვისესხე ჩემი ბანკიდან, რომ მერე გავიგე წლების შემდეგ ამის შესახებო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე – ამ ფონდების მიზანი, გარდა იმისა, რომ წაეხალისებინათ ძალადობა, გახლავთ სახელმწიფოს ფუნქციის გაუქმება

მამუკა მდინარაძე – ხალხმა უნდა იცოდეს, რომ ამ ოთხი აგენტურული პარტიიდან ნებისმიერისთვის მიცემული თითოეული ხმა, არის არა მხოლოდ უდიდესი ხიფათის შექმნა

მამუკა მდინარაძე – ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერის გაჩენა რეზოლუციაში არის მორიგი თაღლითობა და შანტაჟი ინიციატორი ევროპარლამენტარების მხრიდან