მამუკა მდინარაძე - ხშირად ეროვნებით ქართველები მონაწილეობენ იმ დარტყმებში, რომელი დარტყმებიც ქვეყნის გარედან მომდინარეობს

ავტორი
Front News საქართველო
ძალიან ხშირად ეროვნებით ქართველი ადამიანები მონაწილეობენ იმ დარტყმებში, რომელი დარტყმებიც ქვეყნის გარედან მომდინარეობს, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს სვეტიცხოველში განუცხადა, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის ინტრონიზაციას დაესწრო.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, უნდა ჩამოყალიბდეს ნებისმიერი ადამიანი, ოპოზიციონერი, ენჯეოს წარმომადგენელი, რადგან არ შეიძლება მონაწილეობა ქვეყნის მიმართ დარტყმებში.
"ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვარჩევთ საიდან, რომელიც ქვეყნიდან ვისგან მომდინარეობს დარტყმა, სამწუხაროა, ყოველთვის, რომ ქართველი იღებს საქართველოს მიმართ დარტყმებში მონაწილეობას და ქმნიან ამ დასარტყმელად გამზადებულ პროექტებს, რომლებიც შემდეგ რეზოლუციების სახეს იღებს ხოლმე. ვფიქრობ, თუ ჩვენ შევძლებთ იმას, რომ რაც არ უნდა ოპოზიციონერი იყო, რაც არ უნდა არ მოგწონდეს ხელისუფლება, რაც არ უნდა აკრიტიკებდე, არ მიიღო მონაწილეობა. უბრალოდ ჩამოყალიბდეს ნებისმიერი ადამიანი, ოპოზიციონერი, ენჯეოს წარმომადგენელი. არ შეიძლება, მიიღო მონაწილეობა ქვეყნის მიმართ დარტყმებში, მერე უფრო ლოგიკური განვითარებაც ექნება ჩვენს ურთიერთობებს. პარადოქსულია ერთი მხრივ, ლაპარაკობენ ხოლმე ურთიერთობების გაჯანსაღებაზე, დათბობაზე ევროპის ქვეყნებთან, აშშ-სთან და მეორე მხრივ, ისინი მონაწილეობენ პროექტების შექმნაში, რომელიც საქართველოს მიმართ დარტყმებისთვის გამოიყენება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე




