
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი ხახუბიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
“კიდევ ერთი უმაგრესი, უკეთილშობილესი და უსაყვარლესი მეგობარი დავკარგეთ. ხუთ წელზე მეტი ხანი ცდილობდა გადაეტანა წარმოუდგენელი ტკივილი, მაგრამ ვეღარ გაუძლო“, – წერს მდინარაძე.
ორი მოწვევის პარლამენტის წევრი ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში გარდაცვლილი დღეს ნახეს. მან სიცოცხლე სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა.
ახლობლების თქმით, ხახუბიას ჯანმრთელობის პრობლემები შვილის გარდაცვალების შემდეგ დაეწყო.
ირაკლი ხახუბიას შვილი, 21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს გორის გვირაბთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა. მას პოლიციამ გზა გადაუკეტა, ბექა ხახუბია საკუთარი ავტომანქანით გზის გადასაკეტად მდგარ სატვირთო ავტომობილს შეეჯახა და ადგილზე გარდაიცვალა.

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს