
ავტორი
Front News საქართველო
“ჩვენი ყველას სურვილი იყო, ობიექტურად ვინც ამ ქვეყანაზე ვფიქრობდით და ვინც ობიექტურად ვართ დაინტერესებული იმით, რომ ამ ქვეყანამ ევროპული გზა რომ აირჩია საბოლოოდ ამ ყველაფერს პოზიტიური შედეგი ქონდეს და ჩვენ დაუბრუნდეთ ევროპას და გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები,’’ – განაცხადა ,,ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გამართულ ბრიფინგზე.
როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, “ქართული ოცნების’’ მიერ მოხდა კონსტიტუციაში ევროპული არჩევანის ჩაწერა.
“სხვათაშორის ახლა, რომ კონსტიტუციის მუხლს მოიშველიებენ, ისე გამოდის თითქოს მათ ჩაეწეროთ და შემდეგ ვიღაც ამის არ შესრულებით იყოს დაინტერესებული. ეს მუხლი ჩვენ ჩავწერეთ 2017 წელს, ჩვენ შევიტანეთ კონსტიტუციაში. არის პირდაპირი დავალება, ვინც არ უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების მმართველობაში, რომ მათ უნდა აირჩიონ ევროპული გზა და უნდა იზრუნონ და ყველაფერი გააკეთონ ევროპულ ოჯახში გაწევრიანებისთვის. როდესაც, ადამიანები ვინც ამას ხმა არ მისცა, ნაცმოძრაობაზე მაქვს საუბარი მაშინაც მთავარი ოპონენტი პარტია იყო პარლამენტში, ახლა ამ კონსტიტუციის მუხლს აქეთ გვახსენებენ, სპეკულაციის და პოპულიზმის ხარისხს გავუსვამ, მხოლოდ ხაზს”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს