მამუკა მდინარაძე - კორუფცია იქნება ისეთ დაბალ ნიშნულზე ამ ქვეყანაში, რომ ჩვენ მსოფლიოში ვიქნებით სამეულში


ავტორი
Front News საქართველო
კორუფცია იქნება ისეთ დაბალ ნიშნულზე ამ ქვეყანაში, რომ ჩვენ მსოფლიოში ვიქნებით სამეულში, ეს ერთ თვეში და ორ თვეში ვერ მოხდება, მაგრამ ქართველი ხალხი დაინახავს დინამიკას, როგორ ხდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ "იმედის" ეთერში განაცხადა.
მდინარაძის განცხადებით, საქართველოში კორუფცია დავა ისეთ დაბალ ნიშნულზე, რომ ქვეყანა შევა მსოფლიო სამეულში.
"ჩვენ გამოვაცხადეთ და ბოლომდე გავიყვანთ ამას. კორუფცია იქნება ისეთ დაბალ ნიშნულზე ამ ქვეყანაში, სულ რომ შევეწიროთ ამ ამბავს, რომ ჩვენ მსოფლიოში ვიქნებით სამეულში. ეს ერთ თვეში და ორ თვეში ვერ მოხდება, ბუნებრივი ამბავია, ამას დრო დასჭირდება, მაგრამ ქართველი ხალხი დაინახავს დინამიკას, როგორ ხდება კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს