
ავტორი
Front News საქართველო
ლარსზე არაფერი ხდება ისეთი, რაც წლების განმავლობაში არ იყო. ატეხილი აჟიოტაჟი არის ლოგიკური გაგრძელება იმ ყველაფრის, რაც დაიწყო ხატია დეკანოიძის „ეჭვით“, შემდეგ დაზვერვის ინფორმაციით. ეს ერთი ხაზია. მოვთხოვეთ უკრაინულ ოფიციალურ უწყებებს ან ბოდიში, ან მტკიცებულებები და ე.წ. მტკიცებულება „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ტელევიზიამ დაალაგა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
“ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფო და საქართველოს რა თქმა უდნა, ასეთ მომენტებში ამკაცრებს კონტროლს საბაჟოებზე და მსგავს საკითხებზე. ყველა უწყება მოტივირებულია, რომ რაღაც სასპეკულაციო საკითხი არ მისცენ ამით დაინტერესებულ ადამიანებს. საბაჟოზეც ყველაფერი მოწმდება. „ნაცმოძრაობის“ იმ ტელევიზიას, რომელმაც ეს კადრები გაავრცელა, ერთი ზარი უნდოდათ გადასამოწმებლად. ხომ იციან რომელი უწყებაა, ვინ ანბაჟებს, პრესსამსახურებთან ხომ აქვთ ურთიერთობა, ერთი ზარი სჭირდებოდათ, რომ გადაემოწმებინათ სანამ ამ დამზაფრავ ინფორმაციას გაავრცელებდნენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე, ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა პროდუქცია, რაც სანქციების სიაშია, მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს