
ავტორი
Front News საქართველო
ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ ახალი მოძრაობის შექმნას ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა.
მდინარაძის განმარტებით, ნინო ლომჯარიას პოლიტიკაში ელოდებიან.
მისივე თქმით, ნინო ლომჯარიას ბოლოდროინდელ განცხადებებს სახალხო დამცველობასთან არაფერი საერთო არ ჰქონდა და წარმოუდგენელია, სხვაგვარი ზრახვა ჰქონდეს.
“ლომჯარიას რა თქმა უნდა, პოლიტიკაში ველოდებით. ლომჯარიამ პოლიტიკოსობა დაიწყო სახალხო დამცველი რომ იყო, ჯერ კიდევ აკეთებდა პოლიტიკურ განცხადებებს. სახალხო დამცველობასთან არაფერი საერთო არ ჰქონდა მის ბოლოდროინდელ განცხადებებს, ხომ? სახალხო დამცველის პლატფორმა ადამიანმა გამოიყენა იმისათვის, რომ პოლიტიკური იმიჯი შეექმნა, ვერც ეს მოახერხა, სახალხო დამცველის იმიჯიც შემოინგრია, ახლა ბუნებრივია, ველოდებით, ამისთვის აკეთებდა ამ ყველაფერს და წარმოუდგენელია, რომ სხვაგვარი ზრახვა ჰქონდეს. საზოგადოებრივ მოძრაობად დარჩეს, წარმოუდგენელია, პირდაპირ გეუბნებით, თუ ერთადერთი რამ არ მოხდა, არ გაზომეს და ნული მთელი რაღაც არ იქნა მისი რეიტინგი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს