
ავტორი
Front News საქართველო
ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე ერთ-ერთი განხილული თემა პრეზიდენტის მიერ მოსმენების შესახებ კანონზე გამოყენებული ვეტოს უფლება იყო.
“პირველი საკითხი, რაზეც ვიმსჯელეთ იყო პრეზიდენტის ვეტო. ამასთან დაკავშირებით მხოლოდ ზოგადი არგუმენტი ვნახეთ, რომ თითქოს ეს კანონი, რომელსაც ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, ევროინტეგრაციას უშლის ხელს. რატომ – განმარტებები არ არის და, მით უმეტეს, არ არის მოტანილი სამართლებრივი არგუმენტების. აქედან გამომდინარე, ჩვენ კიდევ გავაგრძელებთ მსჯელობას, მაგრამ მაღალი ალბათობით პრეზიდენტის ვეტო საქართველოს პარლამენტის მიერ დაძლეული იქნება“, – განაცხადა მდინარაძემ.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს