
ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ახლა საუბარი გვაქვს ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი სამშობლოს ოკუპაციაზე და საკუთარი ხალხის დახოცვაზე არ გაბრაზდნენ და გაბრაზდნენ სხვისი სამშობლოს ოკუპაციაზე, სხვისი სამშობლოს თავდასხმაზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარების მინისტრმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ეს ხალხი დავალებას ასრულებს.
„ჩვენ ახლა საუბარი გვაქვს ადამიანებზე, რომლებიც საკუთარი სამშობლოს ოკუპაციაზე და საკუთარი ხალხის დახოცვაზე არ გაბრაზდნენ და გაბრაზდნენ სხვისი სამშობლოს ოკუპაციაზე, სხვისი სამშობლოს თავდასხმაზე. ეს რამდენად ხელოვნურია და რამდენად დავალების შემადგენელი ნაწილია, აქედან გამომდინარეობს. საკუთარ ოჯახში რომ შეუვარდეს ვინმეს სხვა მტერი, ოკუპანტი და იმაზე არ გაბრაზდეს და შემდეგ სხვის ოჯახში შევარდნაზე ძალიან დიდი გაბრაზება და ემოცია გამოხატოს – ზუსტად ანალოგიურ სიტუაციაში არიან ისინი, უბრალოდ, მართლა შეიძლება შეცოდება ამ ხალხის, ერთადერთი მთავარი მიზეზის გამო, ისინი ამ შემთხვევაში ასრულებენ დავალებას, რომ ახლა უნდა გაბრაზდნენ და მაშინ არ უნდა გაბრაზებულიყვნენ. ეს არის განსხვავება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს