მამუკა მდინარაძე – მარტო იმისთვის შეიძლება ღირდა ფრენების აღდგენა, რომ რუსულ კომპანიებს ჩაესწორებინათ და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ცალკე აღარ მოეხსენიებინათ


ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს მხრიდან მკაცრად ითქვა, არცერთი სანქცირებული კომპანია არ იფრენს საქართველოში, მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს ხელისუფლების მხრიდან სანქციები არ დაეკისრებათ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
“თქვენ ითხოვთ სანქციების დაწესებას საკუთარი მოქალაქეების მისამართით. ანუ, ოკუპანტმა ქვეყანამ რომ თავისივე დაწესებული სანქციები მოხსნა, ამ სანქციების დაწესებას ითხოვთ. ჩვენს რომელიმე ოპონენტს რომ დაუსვათ კითხვა, რას გააკეთებდა თვითონ, ერთადერთი, რაც შეიძლება გაეკეთებინა, უნდა ჩაეკეტა ფრენები, დაესანქცირებინა საკუთარი მოქალაქეები. ისინი თვითონ რუსეთის მოქალაქეებს უვიზო რეჟიმს უწესებდნენ და ჩვენ გვამუნათებენ, რომ სანქციები უნდა დავუწესოთ. მეორე – გნებავთ ნახევრად ხუმრობით, გნებავთ სერიოზულად, როგორც გინდათ, ისე მიიღეთ, მარტო იმისთვის შეიძლება ღირდა ამ ფრენების აღდგენა, დავარქვათ თუნდაც დათანხმება (სპეციალურად ვუტრირებ, ყველაზე მძაფრადაც რომ შევიდეთ ამ თემაში), რომ რუსულ კომპანიებს ჩაესწორებინათ და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ცალკე აღარ მოეხსენებინათ, მარტო ამისთვის ღირდა.
როდესაც ვამბობთ, რომ პრაგმატული პოლიტიკა არის მომავალი ამ ქვეყნის და მისი გაერთიანიების, მათ შორის სწორედ ასეთ რაღაცებს ვგულისხმობთ. გუშინ მარტო იმ კომპანიამ კი არ “დააედითა“, “ნაცებიდან“ და მისი კლასტერიდანაც ჩვენმა ოპონენტებმა “დააედითეს“ ტყუილები, რომ მიხვდნენ, მარტივი გასაშიფრი იყო, დაასახელეს კომპანია, „აზიმუტო ელევსი“, რომელიც არაფერ შუაში ყოფილა და მეც შემდეგ აღმოვაჩინე, საჰაერო ნავიგაციის განცხადებიდან გავიგე, რომ თურმე საუბარი ყოფილა „აზიმუტ აირლაინსზე“. საზოგადოებას შესთავაზეს პირდაპირი ტყუილი, რომ დასანქცირებულ კომპანიაზე იყო თანხმობა მიცემული საქართველოს მხრიდან. ეს ერთი ტყუილი, მეორე – მათი „ჩაედითება“. კი ბატონო, საქართველო იცავს პრინციპს, „ჩააედითა“? ძალიან კარგი, რომ რუსულმა კომპანიამ შეასწორა მონაცემი. რაც შეეხება ყველა დანარჩენს, მკაცრად, მკაფიოდ, ხისტად ითქვა საქართველოს მხრიდან, არცერთი სანქცირებული კომპანია საქართველოში არ იფრენს, მეორე მხრივ, საქართველოს მოქალაქეებს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სანქციები არ დაეკისრებათ. ამ ყველაფრის კრიტიკას თავი დაანებოს იმ ხალხმა, რომლებმაც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ რუსეთის მოქალაქეებს გაუხსნეს ვიზები და საზღვარი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე

მამუკა მდინარაძე – იმხელა ინტერესია, რომ შვეიცარიის საბანკო სისტემა და მისი რეპუტაცია მეორეხარისხოვანი გახდა, ეს რაღაც დიდი თამაშია, არ შეიძლება 308 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდეს არარეალურ ჩანაწერს მხოლოდ იმის გამო, რომ სამადაშვილი დადის ევროპაში

მამუკა მდინარაძე – ქვეყნის ნებისმიერი სამომავლო პერსპექტივა მხოლოდ ამ დათქმით განიხილება – აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი საქართველოა!

მამუკა მდინარაძე – გამაოგნებელია, რომ ასეთი ტრაგედიის ფონზე, ვიღაცები ახერხებენ და იცლიან იმისთვის, რომ “ფეიკები” აკეთონ