Logo

მამუკა მდინარაძე – მას ბრალი ედება ბიძინა ივანიშვილისთვის ასეულობით მილიონის მოპარვაში და ამ ფულით გადაწყვიტა დააფინანსოს საქართველოს წინააღმდეგ აქციები

პოლიტიკა
22.01.2025 / 17:05
Frontnews image description

ჯერ ერთი მან უნდა თქვას, რომელ ორგანიზაციაში რიცხავს თანხას და როგორ აფინანსებს, იმიტომ, რომ აქ უკვე ერთი არალეგიტიმური წყარო გამოჩნდა. „გამჭვირვალობის კანონს“ რომ ეჭიდავებოდნენ, აგერ უკვე საკუთარი პირით უთქვამს ადამიანს, რომ არალეგალურად აფინანსებს და წყაროც ძალიან საინტერესოა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მდინარაძემ განაცხადა, „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილისთვის ასეულობით მილიონის მოპარვაში ედება ბრალი და როგორც ჩანს, ამ ფულით გადაწყვიტა მან ივანიშვილის, მმართველი გუნდისა და საქართველოს წინააღმდეგ აქციები დააფინანსოს.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ბაჩიაშვილი აქციების ერთ-ერთი მთავარი დამფინანსებელია, თუმცა, ის ერთადერთი არ არის, რადგან არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის გარედან საპროტესტო აქციებისთვის დიდი რესურსი იხარჯება.

“რამდენადაც ირონიულად არ უნდა ხმოვანდებოდეს ეს ამბავი, მას ბრალი ედება ბიძინა ივანიშვილისთვის ასეულობით მილიონის მოპარვაში და ამ ფულით, როგორც ჩანს, გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილის, „ქართული ოცნების“ და საქართველოს წინააღმდეგ დააფინანსოს აქციები. როგორც ჩანს, ის აქციების ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელია, თუმცა, იმის ილუზიაც არ გვაქვს, რომ ის ერთადერთია, იმიტომ, რომ ვიცით, გარედან არამხოლოდ სხვა სახის, არამედ ძალიან დიდი თანხობრივი  რესურსი იხარჯება ამ აქციების დასაფინანსებლად, ვიღაცებს რომ ჰგონიათ თითქოს იქ თვითორგანიზებით დადიან“, – განაცხადა მდინარაძემ.

Advertisement
მსგავსი სიახლეები
Frontnews - Similar news image

მამუკა მდინარაძე – გადაწყვიტეს, რომ უკვე მეორე შვეიცარიული ბანკის რეპუტაცია გაენადგურებინათ და პოლიტიკური შანტაჟი მოუწყონ საქართველოსაც და ბიძინა ივანიშვილსაც

Frontnews - Similar news image

მამუკა მდინარაძე – უახლოეს დღეებში ვიხილავთ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული დეზინფორმაციის კამპანიის და პროვოკაციების ახალ ტალღას, რაც საქართველოში მღელვარების გამოწვევის და ასევე, მეორე ფრონტის გახსნაზე იქნება ორიენტირებული

Frontnews - Similar news image

მამუკა მდინარაძე – გონჩარენკო გეორგიევსკის ლენტით დარბოდა, საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდა და აორგანიზებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ კონფერენციას ევროპარლამენტში, ყოფილა კავშირი?