Logo

მამუკა მდინარაძე – მათი კატეგორიული პოზიციაა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ორი კანდიდატის გარდა, ისინი მხარს არ დაუჭერენ სხვა კანდიდატს

პოლიტიკა
1200
Frontnews image description

ოპოზიციას შევთავაზეთ, სახალხო დამცველობის ხუთი კანდიდატიდან ამოერჩიათ ერთი და მათგან დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისივე თქმით, თეორიული შანსია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გადააფასონ მოვლენები, წინ დააყენონ ევრორეკომენდაციების შესრულების უპირატესი საქვეყნო სახელმწიფოებრივი ინტერესი და შეცვლილი პოზიციით დაბრუნდნენ.

 

“გამორიცხვის მეთოდით დატოვებული რვა კანდიდატიდან ჩვენ შევთავაზეთ ოპოზიციას, რომ ხუთი მათგანისთვის დაეჭირათ მხარი, უფრო სწორად, რომელიმე მათგანისთვის მაინც. ანუ ჩვენი მხრიდან კომპრომისი იყო დაშვებული, რომ ამოერჩიათ ხუთი კანდიდატიდან ერთი, რომელიც უნდოდათ. თუმცა, მათი კატეგორიული პოზიციაა, რომ მათ მიერ წარმოდგენილი ორი კანდიდატის გარდა, ისინი მხარს არ დაუჭერენ სხვა კანდიდატს და ჩვენ ვეუბნებით, რომ ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი წერტილი, სხვა დანარჩენ არგუმენტებს რომ თავი დავანებოთ, არის პოლიტიკური მიუკერძოებლობა. ვიცით, რომ მათ მიერ წარმოდგენილი კანდიდატებიდან ამის შესაძლებლობის დაშვება არის გამორიცხული. მათ შორის გარკვეული უხერხული მომენტები არსებობს კოლეგის, იაგო ხვიჩიას მიმართაც, თუმცა პოლიტიკური პარტიის ლიდერი ალბათ ძნელი წარმოსადგენია, რომ მოახერხებს არჩევის შემთხვევაში პოლიტიკურ მიუკერძოებლობას.

 

აქედან გამომდინარე, დარჩა ხუთი კანდიდატი, სადაც ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მიუკერძოებლობის ზედმეტნაკლები გარანტია. ჩვენ შევთავაზეთ, რომ ამ ხუთიდან ერთ-ერთი ამოერჩიათ, თუმცა ამაზე ჩვენ დღეს, წინა შეხვედრიდან გამომდინარე და დადებითი პასუხი ვერ მივიღეთ. ამიტომ, გვრჩება იმედი, რომ შეიძლება, ვთქვათ და მე პირადად ვხედავ თეორიულ შანსს, რომ კიდევ ერთხელ გადააფასონ მოვლენები, წინ დააყენონ ევრორეკომენდაციების შესრულების უპირატესი საქვეყნო სახელმწიფოებრივი ინტერესი და იქნებ შეცვლილი პოზიციით დაბრუნდნენ, თუმცა თუ ეს არ მოხდება, მაშინ რა თქმა უნდა, არსებობს საფრთხე ჩავარდნის და შემდეგ გვეყოლება კიდევ მოსაძებნი ახალი კანდიდატები, ახალი პროცესი და ასე შემდეგ. თუმცა, დავიტოვოთ იმედი, რომ იქნებ ამ ჩვენს კომპრომისულ წინადადებაზე მივიღოთ პასუხი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები