
ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ მესამე პრეზიდენტი კლინიკაში “ალბათ, დაზღვევის მიზნითაა” გადაყვანილი, რომ მან “თავის თავს მართლა რამე არ დაუშავოს”.
მისივე აზრით, თუ მიხეილ სააკაშვილი ექიმებს დაუჯერებს, ყველაფერი კარგად ექნება.
“არაერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, თუ მართლა ვინმე ფიქრობს, გულწრფელად და არა პოლიტიკური ინტერესის გამო მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე, რომელიც არის დღეს პატიმრობაში და გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მე ვფიქრობ, შეიძლება ასე არ იყოს, დაზღვევის მიზნით, რომ მართლა რაღაცა თავის თავს არ მოსწიოს ამ კაცმა, რაღაც კვებასთან დაკავშირებით პრობლემები, თუ სხვა რაღაცეების გამო, არ ვიცი ეს დეტალები ნამდვილად. უნდა დაუჯეროს მან საკუთარ ექიმებს, ვინც მკურნალობს, ვინც ამისათვის სპეციალურად არის გამოყოფილი ალბათ, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში თუ პენიტენციარულ დაწესებულებაში.
თუკი ვინმე მის ჯანმრთელობაზე მართლა ზრუნავს, მას უნდა მოუწოდონ დაიცვას ექიმის რეკომენდაციები და პრობლემა არ ექნება, დანარჩენი ყველაფერი არის ხელოვნურად შექმნილი პრობლემა. ევროპაში გადაყვანა კი არა საქართველოში თუ დაუჯერებს, იქნება ყველაფერი კარგად”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს