
ავტორი
Front News საქართველო
როცა გჭირდებათ, ირაკლი ღარიბაშვილის მამა, ტარიელ ღარიბაშვილი არის ღატაკი, ღარიბი და პენსიის გარდა, არანაირი შემოსავალი არ აქვს. თუ “საჭირო გახდება“, ღვინის ქარხნები, ბიზნესები აქვს. რანაირად არის ეს ამბავი, ამაზეც ჩამოვყალიბდეთ, – ამის შესახებ ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
“კულისებიდან რომ ავრცელებთ ხოლმე ინფორმაციებს, აქვს ღვინის ქარხანა ან სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ბიზნესები, თუ არა? ჩამოვყალიბდეთ, ამ კაცს რაღაც ბიზნესი აქვს, თუ არა. პირადად, პრემიერ-მინისტრისთვის არასდროს დამისვამს კითხვა მამის ბიზნესებთან დაკავშირებით, თუმცა მსმენია, რომ მას რაღაც ბიზნესები აქვს, ჰქონდა თანხა და გადაიხადა შვილიშვილის გამგზავრებაში. ასეთი ინფორმაცია ვრცელდება და ჩემთვის სარწმუნოა. დაელოდეთ, დეკლარაციაში ჩაიწერება ყველაფერი. მიმდინარეობს შეტევა ირაკლი ღარიბაშვილზე, რომ სააკაშვილს ჩამორეცხონ ათეულობით და ასეულობით მილიონი, მაგრამ არ გამოდის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი კერძო პირის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა. ჩუბინიძის თქმით, თანხა წინსწრებით იყო გადახდილი და დავალების მიცემის მომენტში, მითითებული იყო, რომ ანგარიშსწორება მოხდებოდა არასაბიუჯეტო სახსრებიდან.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს