
ავტორი
Front News საქართველო
მიუხედავად იმისა, რომ ეს [სააკაშვილი] არის ადამიანი, რომელმაც შექმნა სისტემა წამების, მკვლელობის, გაუპატიურების, 150-მდე პატიმარი იღუპებოდა ყოველწლიურად საქართველოში, მასაც კი აქვს იმის უფლება, რომ სრულფასოვანი სერვისი მიიღოს სახელმწიფოსგან როგორც პატიმარმა და ადამიანმა, რომელსაც შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდეს – განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძის თქმით, სააკაშვილი საავადმყოფოში უკვე რამდენიმე თვეა, მოთავსებული და იღებს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას.
“ეს ადამიანი არათუ სხვაზე უარეს მდგომარეობაში, არამედ პრივილეგირებულ მდგომარეობაშია, დაზღვევის მიზნით, რომ სახელმწიფოს ვერავინ დააბრალოს რაღაც, იმიტომ, რომ სიმართლე სხვაგან არის, ვიდრე თქვენ საუბრობთ, უკვე რამდენიმე თვეა არის საავადმყოფოში მოთავსებული და იღებს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს