მამუკა მდინარაძე – მივიღეთ გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომ სიგარეტისა და “აიქოსის“ შემთხვევაში, გაძვირდეს აქციზის გადასახადი

ავტორი
Front News საქართველო
მმართველი გუნდი სიგარეტსა და „აიქოსზე“ აქციზის გადასახადის გაზრდას გეგმავს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
შესაბამისი ცვლილება საგადასახადო კოდექსში შევა.
“მმართველმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, საგადასახადო კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომ სიგარეტისა და “აიქოსის“ შემთხვევაში, გაძვირდეს აქციზის გადასახადი, რაც „აიქოსის“ შემთხვევაში იქნება 15 თეთრის, ხოლო სიგარეტის შემთხვევაში 20 თეთრის ოდენობის“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
თაგები:
მამუკა მდინარაძე




